Viasat-ის დამატებითი პაკეტი საჩუქრად მაგთისატის მომხმარებლებს


18 ნოემბერი 2016

2016 წლის 17 ნოემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით, სტარტ პაკეტისა და ქართული პაკეტის მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ Viasat-ის დამატებითი პაკეტით.

1 იანვრიდან აღნიშნულ აქციაში ჩართული აბონენტებისათვის პაკეტის ღირებულება იქნება თვეში მხოლოდ 3 ლარი (სტანდარტული 7 ლარის ნაცვლად).

Viasat-ის პაკეტში შედის 8 მაღალრეიტინგული არხი:

კინოარხები მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერებით, მძაფრსიუჟეტიანი თრილერებითა და პრესტიჟული კინოფესტივალების ნომინანტი ფილმებით:
- TV 1000
- TV 1000 Action
- TV1000 Русское кино

შემეცნებით/საგანმანათლებლო არხები საუკეთესო დოკუმენტური ფილმებითა და გადაცემებით ისტორიულ მოვლენებზე, მოგზაურებსა და მკვლევარებზე, ცხოველთა სამყაროზე:
- Viasat History
- Viasat Nature
- Viasat Explore
- Da Vinchi Learning

სპორტული არხი - Viasat Sport -  სპორტის ახალი ამბებით, პირდაპირი ტრანსლაციებით, 
NBA - უმაღლესი საკალათბურთო ლიგის მატჩებით, ბეისბოლით, ამერიკული ფეხბურთით, ბოქსით და სხვა.

აღნიშნულ აქციაში ჩართვა შესაძლებელია 30 ნოემბრის ჩათვლით სტარტ პაკეტისა და ქართული პაკეტის ყველა მომხმარებლისთვის.
პაკეტის გასაუქმებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 110011 ან 0322170000