სასიამოვნო სიახლე მაგთისატის მომხმარებლებისთვის!


03 ნოემბერი 2016

3 ნოემბრიდან მაგთისატის და მაგთის IP ტელევიზიის მომხმარებლები დამატებით სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის 8 მაღალრეიტინგულ არხს მიიღებენ.

კინოარხები მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერებით, მძაფრსიუჟეტიანი თრილერებითა და პრესტიჟული კინოფესტივალების ნომინანტი ფილმებით:
- TV 1000
- TV 1000 Action
- TV1000 Русское кино

შემეცნებით/საგანმანათლებლო არხები საუკეთესო დოკუმენტური ფილმებითა და გადაცემებით ისტორიულ მოვლენებზე, მოგზაურებსა და მკვლევარებზე, ცხოველთა სამყაროზე:
- Viasat History
- Viasat Nature
- Viasat Explore
- Da Vinchi Learning

სპორტული არხი - Viasat Sport -  სპორტის ახალი ამბებით, პირდაპირი ტრანსლაციებით,  NBA - უმაღლესი საკალათბურთო ლიგის მატჩებით, ბეისბოლით, ამერიკული ფეხბურთით, ბოქსით და სხვა.